პარასკევი, 05.17.2024, 11:30 AM
BE Fashion ..IT'S youR portaL

სექციის კატეგორიები

Мои статьи [5]

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Stella McCartney:

შესვლის ფორმა

D&G fashion show

Block title

TRANSLATE

მთავარი » სტატიები » Мои статьи

balishebs +gemebii
დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ, ახლი კოლექციის სანახავად, ამჯერად, CRUISE-ში მიგვიწვია.

შარშანდელისგან განსხვავებით ჩვენება დახურულ დარბაზში გაიმართა. როგორც ჩანს, ორგანიზატორებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თბილისური ამინდი დაეხმარა.

ჩვენება ქართული პუნქტუალობით დაიწყო. შეკრებილი ბომონდური საზოგადოება თავს ცივი შამპანურით, “რედ ბულითა” და ლიმნიანი ქოქტეილით იქცევდა.

თეთრი ქსოვილგადაკრულ სკამებზე მოდელები, დიზაინრები და მომღერლები მოკალათებულიყვნენ. იქვე, თვალი მოვკარით გაზეთ “პრაიმ ტაიმის” რედაქტორს თაკო ფხაკაძეს და მის დაქალს, ახლა უკვე საკრებულოს წევრს, ინგა გრიგოლიას, რომლის კაბის სიგრძეც, შეიძლება ითქვას, არ ფარავდა თეძოებს. თვალშისაცემი კაბა ეცვა ლელა წურწუმიასაც, რომლის მკვეთრი მწვანე და წითელი ფერები თვალს ჭრიდა გარემოს.

ულამაზეს ყვითელ ბლუზაში გამოგვეცხადა სალომე ღვინიაშვილი, მეუღლითურთ. Gთმის განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდა თაკო გაჩეჩილაძეს, მის იერს, გრძელი ხველი თმა აღარ ამშვენებდა...

მოგვიანებით, სტუმრებს შეუერთდა ცნობილი წყვილი - კახა კალაძე და ანუკა არეშიძე, რითაც გაიფანტა ჭორები მათი დაშორების და ანუკას მილანური კარიერის გაგრძელების შესახებ.

ერთი საათის ლოდინის შემდეგ, ვიხილეთ თხუთმეტწუთიანი დეფილე.
პატარა მოდელებს თეთრი შორტები და სხვადასხვა ფერის შიფონის ზედები ეცვათ, ყელზე წითელი ბალიშები ეკეთადა თავზე კი კრემისფერი გემები ჰქონდათ, რომლებიც ნავებს უფრო წააგავდა.
თამუნა კანდელკმა და ქრისტი ყიფშიძემ გვაჩვენეს, თუ როგორი შეიძლება იყოს ქალი კრემისა თუ იისფერ ფარფატა კაბაში.

ჩვენება თიკო სადუნიშვილის ყვითელი კაბით დასრულა, რომელსაც ყელს აჭრელებული ბალიშების მკვეთრი რაოდენობა უფარავდა.

ჩვენების ბოლოს, ტრადიციულად ბიჭოლა იღებდა მილოცვებს, ჟურნალისტები ართმევდნენ ინტერვიუს, მის სახეს კი დაღლილობა უფრო ეტყობოდა, ვიდრე კმაყოფილება.

თაკო გაჩეჩილაძე:
`მინდა მივულოცო ბიჭოლას! საკმაოდ წარმატებული და აქტიური დიზაინერია. რაღაც საინტერესო საზაფხულო ტანსაცმელია...”

დათუნა სულაკველიძე: ` სასიამოვნო საღამოა! ლამაზი ქალბატონები, თხელ სიფრიფანა სარაფნებში.”

ჯიჯი რეჯინი:
` მე თავიდანვე ვიცი მისი ყოველი კოლექცია, იდეები საინტერესოა, მისაღები.. ყოველი ჩვენება შემოქმედებითი დეტალებითაა.”

სალომე ღვინიაშვილი:
`საინტერესო ჩვენება იყო, ალბათ რამეს შევიძენ..”

კრისტი ყიფშიძე:
`ლამაზი, ნაზი კაბა მეცვა, საზაფხულო.. მთავარია კომფორტულია, მე მისი კოლექციით განებივრებული ვარ... სხვათა შორის, საინტერსო ჩანთა მაქვს მისი ერთ-ერთი კოლექციიდან”.

თიკო სადუნიშვილი:
` ჩემთვის პიველი ჩვენებაა.. მგონი გამომივიდა, არაა?..”

ბიჭოლა:
ამ ჩვენებით კმაყოფილი ვარ. მთავარია, ქალებს მოეწონოს. მომავალში ვაპირებ ახალი იდეებით გამოჩენას, რაშიც ლონდონში შეძენილი ცოდნა დამეხმარება”

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: kikvadze (04.02.2011)
ნანახია: 756 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა

georgian FashiON..

Share

MP3

ChaT with admin!!

DAnCinG people

picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets picture widgets
Copyright MyCorp © 2024